- Evectus – დაბრუნების პოლიტიკა (Refund Policy)
ბოლო განახლება: 2025 წლის ნოემბერი - 1. მომსახურების აღწერა: Evectus-ზე თითოეული მომხმარებელი ყიდულობს მხოლოდ ერთ გაკვეთილს კონკრეტული მასწავლებლისგან, მასწავლებლის ინდივიდუალური ღირებულებით. Evectus არ ყიდის პაკეტებს, არ არის აბონიმენტები, და თითოეული გაკვეთილი წარმოადგენს ცალკეულ შესყიდვას.
- 2. თანხის დაბრუნების შემთხვევები (Refund Eligibility):მომხმარებელს შეუძლია მიიღოს თანხის დაბრუნება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
2.1 მასწავლებლის პასუხისმგებლობით:- მასწავლებელმა გააუქმა გაკვეთილი და წინასწარ არ გააფრთხილა მომხმარებელი ან ადმინისტრაცია 24 საათით ადრე.
- მასწავლებელი არ გამოცხადდა დანიშნულ გაკვეთილზე.
- გაკვეთილი ჩაიშალა მასწავლებლის მხრიდან არასაკმარისი მომზადების, უხეში ქცევის ან სხვა წესის დარღვევის გამო.
2.2 პლატფორმის/ტექნიკური პრობლემით:- Evectus-ის ტექნიკური ხარვეზის გამო გაკვეთილი ვერ ჩატარდა (სერვერი, ვიდეო პლატფორმა და ა.შ.).
- ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პრობლემა ნამდვილად Evectus-ის ინფრასტრუქტურას ეხება.
- 3. თანხის დაბრუნება არ ხდება (Non-Refundable):
3.1 მომხმარებლის პასუხისმგებლობით:- თუ მომხმარებელმა გააუქმა გაკვეთილი დანიშვნამდე 24 საათზე ნაკლებ დროში.
- თუ მომხმარებელი არ გამოცხადდა გაკვეთილზე.
- თუ გაკვეთილი უკვე ჩატარდა სრულად.
3.2 სხვა სიტუაციები:- თანხის დაბრუნება არ ხდება სუბიექტური მიზეზით, თუ გაკვეთილი წესების დაცვით ჩატარდა.
- თანხა არ ბრუნდება სხვა ანგარიშზე, გარდა იმ ბარათისა, საიდანაც მოხდა გადახდა.
- 4. თანხის დაბრუნების პროცესი: მომხმარებელმა უნდა გააკეთოს თანხის დაბრუნების მოთხოვნა შემდეგ არხებზე:
- 📧 ელ.ფოსტა: [email protected]
- 📞 ტელეფონი: +995 550 50 69 63
- 👤 პასუხისმგებელი პირი: გიორგი სიგუა (01001086265)
Evectus პასუხობს მოთხოვნას 1–2 სამუშაო დღეში. თანხა ბრუნდება 3–5 სამუშაო დღეში, იმავე გადახდის მეთოდით. - 5. გაკვეთილის გაუქმების წესები (Cancellation Policy):
- გაკვეთილის გაუქმება შესაძლებელია მინიმუმ 24 საათით ადრე — თანხა სრულად ბრუნდება.
- თუ გაუქმება ხდება 24 საათზე ნაკლებ დროში, თანხის დაბრუნება არ ხორციელდება.
- მასწავლებელი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს ადმინისტრაცია; დარღვევის შემთხვევაში თანხა მომხმარებელს უბრუნდება.